როგორ ებრძვიან ქვეყნები კორონავირუსის მორიგ დარტყმას - მსოფლიო ყოველდღიური ინფიცირების რეკორდულად გაზრდილ მაჩვენებელთან გამკლავებას ცდილობს.
ავსტრიის პარლამენტმა ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას მხარი დაუჭირა. ინფექციის შემთხვევების მატებას ქვეყანაში, აცრის დაბალ მაჩვენებლებს უკავშირებენ. გერმანიაში კი ბოლო 24 საათში ვირუსი,140 ათასზე მეტი ადამიანს დაუდასტურდა. ახალი ზელანდია კი საკარანტინო რეჟიმს ორ კვირამდე ახანგრძლივებს.
მზარდია შემთხვევების რიცხვი ავსტრალიაშიც, სადაც ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებით, ქვეყანაში ინფექციის გავრცელების დინამიკა პიკს მიუახლოვდა.
კვლავ მძიმე ეპიდვითარება საფრანგეთშიც, სადაც ბოლო კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ინფიცირებულთა მაჩვენებელი ანტირეკორდულს ხსნის. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას აქტიუირი ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
"ომიკრონი" სხვა შტამებთან შედარებით მსუბუქია, თუმცა რეკორდული სისწრაფით ვრცელდება. სწორედ ამიტომ აუცილებელია შევინარჩუნოთ და გავზარდოთ ვაქცინაციის მაჩვენებლები.
ვხედავთ, რომ მუდმივად დგას სხვადასხვა ვარიანტების გამოჩენის საშიშროება, ამიტომ ჩვენ ნებისმიერი სიტუაციისთვის მზად უნდა ვიყოთ. იმედი გვაქვს, რომ კორონავირუსის მეხუთე ტალღა, სუსტი იქნება.
აცრა შეიძლება სავალდებულო არ გახდეს მაგრამ, ყველაფერს გავაკეთებთ რომ მოსახლეობა აიცრას, რომ ქვეყანა მძიმე შედეგებისაგან ვიხსნათ,"- განმარტავს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ჟან კასტექსი.