26 აპრილი 2024,   20:50
ვრცლად
ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე დაძაბული ვითარების შემდეგ მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მიღწეული შეთანხმების თანახმად, ორივე მხარის სამართალდამცველები სასაზღვრო რაიონებში ერთობლივ პატრულირებას განახორციელებენ.

შეიარაღებული დაპირისპირება ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე გუშინ მოხდა. გვიან ღამით ორი ქვეყნის მესაზღვრეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. რამდენიმე საათის განმავლობაში პერიოდულად ისმოდა სროლის ხმა. ოთხი სამხედროს დაჭრის შესახებ იტყობინება ყირგიზეთის მხარე. ინფორმაცია ვრცელდება ტაჯიკეთის ერთი მოქალაქის დაღუპვისა და 11 პირის დაშავების შესახებ. ყირგიზული მხარის ცნობით, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტაჯიკეთის მოქალაქეებმა ყირგიზეთის ქალაქ ბატკენთან დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი გადაკეტეს. მხარეები ერთმანეთს კონფლიქტის ესკალაციაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები