ვაქცინაციის შესახებ მოსახლეობასთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. ამჯერად ინფორმაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს მიეწოდა.
შეხვედრაზე, ქალაქის მერის მოადგილემ და ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ადგილობრივებს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი დანამატის გაცემის პროგრამაზეც მიეწოდა ინფორმაცია.