09 სექტემბერი 2026,   08:08
ვრცლად
გურიაში ვაქცინაციის კამპანია აქტიურად მიმდინარეობს

ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით ქვეყნის ყველა რეგიონის სოფლებში ვაქცინაციის კამპანია დაიწყო.

კამპანიის ფარგლებში, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორ ადმინისტრაციულ ერთეულში - შრომასა და ნატანებში, იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

კამპანიის ფარგლებში, 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს შესაძლებობა აქვთ, აცრა ადგილზე, სპეციალურად  მოწყობილ სივრცეებში გაიკეთონ.  ვაქცინაცია შესაძლებელია "სინოვაკის", "სინოფარმისა" და ფაიზერის ვაქცინით. მოსახლეობას მეთვალყურეობას ჯანდაცვის დარგის სპეციალისტები უწევენ. 

აღსანიშნავია, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქე, რომელიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება ერთჯერადად 200 ლარიან დანამატს, "ბუსტერ" დოზით აცრის  შემთხვევაში კი 100 ლარიან დანამატს მიიღებს.

დღის ამბები