20 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას მწარმოებლებთან - თამარ გაბუნია

2022 წლის გეგმით, რომელიც დღეს იმუნიზაციის საბჭომ განიხილა და მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, ბავშვთა ასაკისთვის განკუთვნილი ვაქცინებიცაა გათვალისწინებული.

როგორც თამარ გაბუნია აცხადებს, 12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა. მისივე თქმით, ამ საკითხზე მწარმოებელთან წინასწარი მოლაპარაკებაა საჭირო.   

"12 წლის ზემოთ ისედაც მიმდინარეობს. 12 წლამდე ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული დოზის ვაქცინა. ეს ვაქცინაც შესულია გეგმის ნაწილში და ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით წინასწარი მოლაპარაკება მწარმოებლებთან. წამახალისებელი ღონისძიებები კვლავაც მიმართული იქნება მაღალი ასაკის მოსახლეობისკენ. მუშაობს წამახალისებელი ღონისძიებები, როგორც ბუსტერდოზის, ასევე პირველი აცრების თვალსაზრისით. ჯერჯერობით ეს კომპონენტი გრძელდება", – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები