03 მაისი 2024,   15:05
ვრცლად
"ბრალდებული აკო ჭელიძე კატეგორიულად გამორიცხავს დაკვეთას, ან ჯგუფურ დანაშაულს" - ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე მორიგი სასამართლო გაიმართება

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებთა სასამართლო პროცესი დღეს შედგება. პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

სხდომაზე დაცვის მხარე მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით შუამდგომლობას დააყენებს.

"დაცვის მხარე ვგეგმავთ, რომ წარმოვადგინოთ უდავო მტკიცებულებები, რომელიც მთელ მტკიცებულებათა მინიმუმ 2/3-ს შეადგენს. ბრალი, რომელიც დღეს ბრალდებულებს აქვთ წარდგენილი ჩვენთვის მიუღებელია ამ ფორმატით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს ნაწილობრივ, მაგრამ კატეგორიულად გამორიცხავს დაკვეთას, ან ჯგუფურ დანაშაულს," - განაცხადა აკო ჭელიძის ადვოკატმა, ონისე მარგიანმა "რუსთავი 2-თან" საუბრისას.

შეგახსენებთ, ერთ-ერთმა დაკავებულმა, აკო ჭელიძემ დანაშაული აღიარა, თუმცა ჯგუფურად მოქმედება უარყო. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გიორგი კავილაძეს, ის ერთადერთ დანაშაულად იმ ფაქტს მიიჩნევს, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.

მკვლელობა თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე რამდენიმე თვის წინ მოხდა. ბრალდებულები პოლიციამ მოგვიანებით დააკავა.

დღის ამბები