02 სექტემბერი 2026,   17:23
ვრცლად
4-ჯერ მქონდა საიდუმლო შეხვედრა ლუკაშენკოსთან, პირველად ვამბობ ამას, ეს იყო საიდუმლო დიპლომატია - მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმის განხილვა გრძელდება.  მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ბრალდების დეტალებზე ისაუბრა და განცხადა, რომ საიდუმლო ვიზიტები რომელში ფულის ხარჯვასაც მას ედავებიან, სახელმწიფო ინტერესების დასაცავად ხორციელდებოდა.

"წეღან წამოიძახეს "ლონდონი", მე 3-4 ჯერ ვიყავი ლონდონში, ეს ფურცლები რომელიც გამოამზეურეს, უნდა ყოფილიყო საიდუმლო, იმიტომ რომ როდესაც ომში ხარ, ახორციელებ საიდუმლო მისიებს და მე ვახორციელებდი საიდუმლო მისიას, შენი გადაადგილება არ უნდა იყოს გამომზეურებული. მაგრამ ვინაიდან გუშინ წინ ლუკაშენკომ უკვე თქვა, პუტინი თუ მეტყვის ვაღიარებ ტერიტორიებსო, ესეც ამათი უუნარო პოლიტიკის შედეგია. მე მართლაც 4-ჯერ ვიყავი ლონდონში, ფურცელზეა რომ უბრალოდ სასტუმროში იყოო... 4-ჯერ ლონდონში დავჯექი თვითმფრინავზე, გადავფრინდი და 4-ჯერ მქონდა საიდუმლო შეხვედრა ლუკაშენკოსთან. პირველად ვამბობ ამას, ეს იყო საიდუმლო დიპლომატია. თემურ ჯანაშია მახლდა თან. აი, ამათ გამო ახლა იძულებული ვარ ეს ვილაპარაკო, ის რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დღემდე არაა აღიარებული ლუკაშენკოს მიერ ეს იყო იმ ე.წ ლონდონში ჩასვლის პირდაპირი შედეგი," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები