26 აპრილი 2024,   04:43
ვრცლად
მკვლელობის ამსახველი უმძიმესი კადრები - როგორ ესვრის 10-ზე მეტ ტყვიას აკო ჭელიძე 22 წლის ნიკა კვარაცხელიას

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება, დღევანდელ სხდომაზე გამოიკვლიეს უმძიმესი ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს, როგორ ესვრის 10-ზე მეტ ტყვიას ბრალდებული აკო ჭელიძე 22 წლის ახალგაზრდას. ვიდეო მტკიცებულებას თავად ბრალდებულიც უყურებდა, დარბაზში იყვნენ მოკლული ნიკა კვარაცხელიას ნათესავებიც. 

აკო ჭელიძის ადვოკატის ონისე მარგიანის თქმით, არ შეიძლება კაველაძეს მკვლელობის შესახებ სცოდნოდა, რადგან მეგობართან ერთად ბრალდებული ბორჯომში მიდიოდა. 

"საფუძველი ამ ვიდეო მასალის უდავოობისა გახლდათ, რომ ის გამოიწვევდა დამატებით ტკივილს, თუმცა ბრალდების მხარის პოზიცია იყო, რომ მას მაინც სურდა მისი გამოკვლევა. დაიკითხა მოწმე, რომლის სახელსაც მე არ ვასახელებ, რომელმაც განმარტა, რომ სავარაუდო დანაშაულის დღეს ის და ერთ-ერთი ბრალდებული მიდიოდნენ ბორჯომში. მათი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე რაც ადასტურებს, რომ კონკრეტულად ბრალდებულ კაველაძეს არ შეიძლება სცოდნოდა იმ ფაქტის შესახებ რაც შემდგომ მოხდა,"- აცხადებს ონისე მარგიანი.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს საქმის პროკურორი. გიორგი შაიშმელაშვილის თქმით, დღევანდელ პროცესზე გამოკვლეული მასალებით მტკიცდება წინასწარ განზრახული ჯგუფური დანაშაული და ასევე დგინდება, რომ გარდაცვლილი არც ერთ ბრალდებულს არ იცნობდა.

"მითითებული იყო ის გარემოება თუ, როგორ რა ვითარებაში ჩაიდინა ბრალდებულმა მკვლელობა, როგორ იყვნენ ისინი მომზადებულები, შერჩეული ჰქონდათ ადგილი, როგორ მიუახლოვდა და გადმოვიდა დამუხტული იარაღით. ზუსტად, რომ ქმედების პირთა ჯგუფის მიერ ადასტურებენ. დღევანდელ პროცესზე გამოკვლეული მასალებით დადგინდა, რომ გარდაცვლილი არ იცნობდა არც ერთ ბრალდებულს," - აცხადებს გიორგი შაიშმელაშვილი.

საქმეზე მომდევნო სხდომა 18 თებერვალს გაიმართება.

დღის ამბები