02 მაისი 2024,   10:22
ვრცლად
სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად მითვისებისთვის 3 პირი დააკავეს - საუბარია 250 000 ლარზე

სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად მითვისებისთვის 3 პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, 250 000 ლარამდე თანხა ბრალდებულებმა უკანონოდ მიითვისეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა სამი პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ს ყალბი აქტივის შექმნის მიზნით, მათ სახელზე რეგისტრირებულ კომპანიებს შორის, ფიქტიურად გაწერეს 215 000 ლარის ღირებულების მუსიკალური აპარატურის მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლნენ უსაფუძვლოდ წარმოშობილ დღგ-ს ზედმეტობას, 32 796 ლარის ოდენობით.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები