თბილისში დღეს თოვლს ელოდებიან, დედაქალაქის ცალკეულ რაიონებში უკვე შეიმჩნევა მცირე ნალექი.
meteo.gov.ge-ს ინფორმაციით, დღეს ტემპერატურა დედაქალაქში მხოლოდ +2+3 გრადუსი იქნება. თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი 15 თებერვალსაც.
თბილისის მსგავსად, თოვლია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ქალაქებშიც, ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება.
დასავლეთ საქართველოში კი დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, საშუალო ტემპერატურა 12 გრადუსი იქნება. 15 თებერვალს ღამით კი დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი.