უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებები მთავარი თემა იქნება ბრიუსელში, სადაც თავდაცვის მინისტერიალი დაიწყო. NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები საერთო თავდაცვის ღონისძიებებზე უნდა შეთანხმდნენ.
NATO ღიად აფიქსირებს, რომ უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში მისთვის პრიორიტეტულად რჩება.
"მოხარული ვარ იმ შესაძლებლობით, რომ თქვენთან და ჩემს კოლეგებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსია შემეძლება. გაგვიმართლა, რომ ამ გამოწვევებით სავსე დროს თქვენ გვყავხართ. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ ნატოს მე-5 მუხლისა და კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპის ერთგულები ვრჩებით. უნდა გქონდეთ იმის მოლოდინი, რომ ეს მიდგომა ურყევი იქნება. დღევანდელი შეხვედრებისთვის თქვენ წარმოადგინეთ ძალიან აგრესიული და გადაუდებელი დღის წესრიგი, შესაბამისად, ველი ერთობლივ მუშაობას ალიანსისა და რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხებთან დაკავშირებით," - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.
"რუსეთს აქვს არჩევანი, მას შეუძლია აირჩიოს დეესკალაცია დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით, რომელიც იმედი მაქვს გაგრძელდება, ან ის შეხვდება მძიმე ეკონომიკურ სანქციებს. ალიანსის გაფართოვებაზე კანადას პოზიციაა, რომ თითოეულ სახელმწიფოს აქვს თვითგამორკვევის უფლება, იმაზე თუ რომელი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობა სურს. შესაბამისად ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ პრინციპებს, რომელზეც ეს ორგანიზაცია დგას. ეს პრინციპები ჩვენს სამყაროს ათწლეულებია იცავს და იმედი გვაქვს ასეც გაგრძელდება.
ამ პრინციპებმა შეგვინარჩუნა მშვიდობა მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ. გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას, მათ შორის უკრაინის საზღვრებთან უპრეცენდენტო რუსული აგრესიის ფონზეც. ნატოს კარი ღია დარჩება," - აღნიშნა კანადის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა.
ამასთან, საქართველოს და უკრაინის თავდაცვის მინისტრები ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებს ხვალ შეხვდებიან.