03 მაისი 2024,   15:13
ვრცლად
უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ევროკავშირი მინსკის შეთანხმების დარღვევად აფასებს - მსოფლიო ლიდერები რუსეთისთვის მძიმე სანქციების დაწესებაზე საუბრობენ

ლუგანსკში საბავშვო ბაღზე თავდასხმა დაგმო ევროკავშირმა. საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, მომხდარი ცეცხლის შეწყვეტისა და მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევაა. ევროკავშირი ესკალაციის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს.

რუსეთის აგრესიის დამგმობი ორპარტიული რეზოლუცია მიიღეს შეერთებული შტატების სენატში. უკრაინის საკითხი განიხილა ჯო ბაიდენმა იტალიის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრის დროს. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს რუსეთისთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში.

სატელეფონო საუბარი შედგა რუსეთის პრეზიდენტსა და იაპონიის პრემიერ-მინისტრს შორის.

ხვალ კი მიუნხენში, უკრაინის პრეზიდენტს შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი შეხვდება.

დღის ამბები