03 მაისი 2024,   15:18
ვრცლად
უკრაინაში სიტუაცია იძაბება - ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ინტენსიურად ირღვევა

უკრაინაში სიტუაცია იძაბება. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ინტენსიურად ირღვევა - ოფიციალური კიევი, აღმოსავლეთ უკრაინაში ერთი სამხედროს დაღუპვის შესახებაც იუწყება. დონეცკში სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ისმის აფეთქებების ხმაც. 

უკრაინაში შექმნილ სიტუაციას აქტიური გამოხმაურება აქვს დასავლეთის ქვეყნებში.​​კიბერუსაფრთხოების სფეროში თეთრი სახლის მთავარი ოფიციალური წარმომადგენელი ენ ნოიბერგერი ამბობს, რომ ამერიკელმა ექსპერტებმა უკრაინაზე განხორციელებულ კიბერშეტევაში რუსეთის მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია მოიპოვეს.

"ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთის მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა ამ კვირაში მოწყობილ ფართომასშტაბიან კიბერთავდასხმებზე. შტატების ოფიციალურმა პირებმა გადაწყვიტეს სწრაფად გაევრცელებინათ ინფორმაცია კიბერთავდასხმების შესახებ, როცა უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მასობრივი თავმოყრა მოხდა. ამერიკელმა ექსპერტებმა მოიპოვეს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან დაკავშირებული სტრუქტურა უკრაინაში არსებულ IP-მისამართებსა და დომენებზე დიდი რაოდენობით შეტყობინებების გაგზავნაში ჩარეული იყო,"- აცხადებს ენ ნოიბერგერი.

ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის მოადგილე დალიპ სინგჰი იმ ზომებზე საუბრობს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის წინააღმდეგ მიიღებს, თუ ის უკრაინაში შეიჭრება. მთავარი პრინციპი რუსეთის იზოლაციაა.

"თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, ის გახდება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გარიყული . მოხდება მისი იზოლაცია გლობალური ფინანსური ბაზრებისგან და ვეღარ ექნებათ წვდომა ყველაზე დახვეწილ ტექნოლოგიურ საშუალებებზე. რუსეთს კაპიტალის ინტენსიური გადინება მოხდება, რაც მასზე ზეწოლას გაზრდის. ეს იქნება რუსეთის სტრატეგიული დამარცხება, იმავდროულად. დასავლეთი და საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია დაიცვას საერთო ღირებულებები და ძირითადი პრინციპები, ვიდრე ნებისმიერ დროს "ცივი ომის" შემდგომ პერიოდში მომხდარა. რუსეთს არ აქვს უფლება ძალის გამოყენებით გადააკეთოს მეზობლების საზღვრები . ყველა ქვეყანას კი აქვს უფლება თავად განსაზღვრონ საკუთარი კურსი," - აღნიშნა დალიპ სინგჰმა.

დღის ამბები