27 იანვარი 2023,   21:10
ვრცლად
ბაკურიანი ევროპის თასის ეტაპის ფინალისთვის ემზადება - შეჯიბრის ჩემპიონები ხვალ გამოვლინდებიან ​

ბაკურიანში მეორე დღეა ტარდება ევროპის თასის ეტაპები გიგანტურ სლალომსა და სლოუფ - სთაილში. მიმდინარე ტურნირს ბაკურიანი პირველად მასპინძლობს და მასში 40 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

შეჯიბრებები ქვეყნისთვის ერთგვარი სატესტო ღონისძიებაცაა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, რომელიც 2023 წელს თხილამურებითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში გაიმართება. 

ზამთრის ტურიზმის განვითარების მიზნით, სპეციალურად ამ შეჯიბრებისათვის ბაკურიანში სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა და ახალი ტრასები მოეწყო. 

ევროპის თასის ეტაპი ბაკურიანში ხვალ დასრულდება და ჩემპიონ-პრიზიორების ვინაობაც საბოლოოდ გახდება ცნობილი. 

ავტორი: დავით ფრანგიშვილი 

 

დღის ამბები