16 ნოემბერი 2024,   07:28
ვრცლად
7 ნოემბრის საქმეში ბუნებრივია, იყო შეცდომა, რაზეც მე-3 პრეზიდენტმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო როდესაც გადადგა - სააკაშვილის ადვოკატი

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა იწყება. ამჯერად პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე წარიმართება. ბრალდებული სააკაშვილი უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება.

ადვოკატების თქმით, სასამართლო სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ. ამასთან, მათი თქმით, საქმეში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.

"7 ნოემბრის საქმეში არცერთი მტკიცებულება არ არსებობს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. თავად 7 ნოემბერთან დაკავშირებით თავად მიხეილ სააკაშვილს აქვს გაკეთებული განცხადება, რომ მოვლენები არასასიამოვნოდ განვითარდა, ბუნებრივია, იყო შეცდომა და ამ შეცდომაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, როდესაც გადადგა თანამდებობიდან და დაინიშნა ხელახალი არჩევნები," - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

სააკაშვილს პროკურატურა უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. საუბარია მომიტინგეთა მასობრივ დარბევაზე, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ ხელში ჩაგდებაზე.



დღის ამბები