06 მაისი 2024,   14:56
ვრცლად
რეზერვისტების გამოძახება და "ეკონომიკური პატრიოტიზმის პროგრამა" - უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს

უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ ეტაპზე სრული მობილიზაციის საჭიროება არ არის.

ზელენსკის განცხადებით, მან ხელი მოაწერა სპეციალური პერიოდის განმავლობაში რეზერვისტების გამოძახების შესახებ განკარგულებას. საუბარია ოპერატიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებზე.

უკრაინის ლიდერის თქმით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდასაჭერად "ეკონომიკური პატრიოტიზმის პროგრამა" იწყება. მის ფარგლებში შემცირდება საგადასახადო ტვირთი ბიზნესზე და საბანკო სისტემაზე და შემცირდება დღგ ბენზინსა და დიზელზე.

ზელენსკიმ რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზეც ისაუბრა, მათ შორის სათათბიროს მიერ მიღებულ კანონზე, რომელიც რუსეთს შეიარაღებული ძალების ქვეყნის გარეთ გამოყენების უფლებასაც აძლევს. თავის გამოსვლაში ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ კანონის მიღებითა და ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებით, რუსეთი ცალმხრივად გამოვიდა მინსკის შეთანხმებებიდან.​

"ძვირფასო მოქალაქეებო! უკრაინელები მშვიდობიანი ერია. ჩვენ გვინდა სიმშვიდე. მაგრამ თუ ახლა გავჩუმდებით, ხვალ გავქრებით," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები