28 აგვისტო 2026,   21:24
ვრცლად
5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით სასამართლოში "პირველი არხის" ჟურნალისტი დაიკითხა

5 ივლისის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. საქალაქო სასამართლოში დღეს მოწმეები გამოკითხეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა აღწერა 5 ივლისის მოვლენები და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ეპიზოდი.

"ჩვენება მივეცი 5 ივლისის საქმეზე, თუ რა ვითარება იყო, ზოგადად, რუსთაველის გამზირზე, რა რთულ პირობებში გვიწევდა ჟურნალისტებს მუშაობა, როდესაც არამხოლოდ სიტყვიერ, არამედ ფიზიკურ შეურაცხყოფასაც გვაყენებდნენ. გავიხსენე ის ვითარება, რაც ხდებოდა და რასაც შევესწარი," - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ანა ბროლაძემ.

შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისის საქმეს სასამართლო რამდენიმე ეპიზოდად განიხილავს. დღევანდელ პროცესზე სასამართლომ განიხილა საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილის, ტელეკომპანია "ტვ პირველის" თანამშრომლების – მირანდა ბაღათურიასა და ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდი.

დღის ამბები