06 მაისი 2024,   10:12
ვრცლად
"რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება გააგრძელებს სპეცოპერაციას მანამ, სანამ არ მიაღწევს დასახულ მიზნებს" - რუსეთის თავდაცვის მინისტრი

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება გააგრძელებს სპეცოპერაციას, ვიდრე დასახულ მიზნებს არ მიაღწევს.

მისივე თქმით, დასავლეთი უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს.

"ჩვენთვის მთავარია დავიცვათ რუსეთის ფედერაცია დასავლეთის ქვეყნების სამხედრო საფრთხისგან, რომლებიც ცდილობენ უკრაინელი ხალხის გამოყენებას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში. სამხედრო შეტაკების დროს უკრაინული მხარე არ ერიდება მშვიდობიანი მოსახლეობის ფარად გამოყენებას. მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, იარაღი, დიდი კალიბრის ნაღმმტყორცნები განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში, სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან. რუსეთის არმიას არ აქვს ოკუპირებული უკრაინის ტერიტორია. ის იღებს ყველა ზომას მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დარტყმები ხორციელდება მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება გააგრძელებს სპეცოპერაციას მანამ, სანამ არ მიაღწევს დასახულ მიზნებს," - აცხადებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი.

დღის ამბები