08 მაისი 2024,   19:58
ვრცლად
ბირთვული ომი, ვერასოდეს იქნება მოგებული ვერც ერთი მხარის მიერ, ეს ძალიან სახიფათოა, ამ ყველაფრის გამოყენებას თავი უნდა ავარიდოთ - ენტონი ბლინკენი 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, პუტინის განცხადებას ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით გამოეხმაურა და თქვა, რომ ამას დამანგრეველი შედეგი ექნება მთელი მსოფლიოსთვის.

"უკრაინელებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება მიეწოდებათ. რაც შეეხება პრეზიდენტ პუტინის განცხადებას ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას ექნებოდა დამანგრეველი შედეგი მთელი მსოფლიოსთვის. ამ წელს, როდესაც ბაიდენი და პუტინი ჟენევაში შეხვდნენ, ორივე ქვეყანამ განაცხადა, რომ ბირთვული ომი, ვერასოდეს იქნება მოგებული ვერც ერთი მხარისა მიერ. მათ განაცხადეს, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ასეთი იარაღის ქონა, ეს ძალიან სახიფათოა. ამიტომ, ამ ყველაფრის გამოყენებას თავი უნდა ავარიდოთ. ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი მიზეზი, რომ ჩვენი ეს მიდგომა შევცვალოთ,"- განაცხადა ენტონი ბლინკენმა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და რუსეთის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა წინასწარ განზრახულ აგრესიაში.

დღის ამბები