08 მაისი 2024,   01:45
ვრცლად
ევროკავშირმა თავიდან უნდა აიცილოს დამოკიდებულება რუსეთის ნავთობზე, გაზსა და ქვანახშირზე - ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ კიდევ ერთხელ დაგმო. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას დევნილთა საკითხებიც განიხილა.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, ევროპა დღეს ერთიანია და მხარს უჭერს იმ ადამიანებს, რომლებიც ომს გამოექცნენ.

"ჩვენ დავაწესეთ სანქციების სამი პაკეტი, რომელიც რუსულ ლიდერობას აზარალებს. ამით ჩვენ ვზღუდავთ პუტინის შესაძლებლობას, რომ დააფინანსოს ეს სასტიკი ომი. პუტინის ომი ასევე გავლენას მოახდენს ჩვენ მოქალაქეებსა და ეკონომიკაზე. 

ევროპული კომისიის პრეზიდენტსა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხიც იყო.

"ყველაზე კრიტიკული საკითხი არის ენერგეტიკა, ერთი რამ ნათელია, ევროკავშირმა თავიდან უნდა აიცილოს დამოკიდებულება რუსეთის ნავთობზე, გაზსა და ქვანახშირზე. ამისთვის ჩვენ უნდა მოვახდინოთ მარაგების დივერსიფიცირება და მასშტაბური ინვესტიციები უნდა განვახორციელოთ განახლებად ენერგორესურსებზე. ეს არის სტრატეგიული ინვესტირება ჩვენი მარაგებისა და პლანეტის უსაფრთხოებისათვის.

პუტინის მიერ გაჩაღებული ომი არ არის მხოლოდ სასტიკი, ის ასევე არის ბრძოლა ჩვენი დემოკრატიის ავტოკრატიის წინააღმდეგ. ეს არის განმსაზღვრელი როლი, მომენტი ჩვენი ისტორიისთვის," - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

დღის ამბები