08 მაისი 2024,   05:52
ვრცლად
მარიუპოლში დღეს ადგილობრივი დროით 12:00 საათზე მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყება - შერჩეულ მარშრუტზე 21:00-მდე სიჩუმის რეჟიმია გამოცხადებული

ქალაქ მარიუპოლში დღეს ადგილობრივი დროით 12:00 საათზე მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყება. 

ჰუმანიტარული მწვანე კორიდორის მარშრუტად შერჩეულია მარიუპოლი-პორტოვსკი-მანგუში-როზოვკა-ბილმაკი-პოლოგი-ორეხოვო-ზაპოროჟიე. 

მოსახლეობის ევაკუაცია მუნიციპალური ავტობუსებით სამი ლოკაციიდან განხორციელდება. 

ჰუმანიტარული კორიდორის მარშრუტით ევაკუაცია მოქალაქეებს მარიუპოლიდან საკუთარი ავტომობილებითაც შეუძლიათ, თუმცა მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსების კოლონის შემადგენლობაში. 

კოლონას წითელი ჯვარი გააცილებს. ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ჰუმანიტარული კორიდორის მარშრუტიდან გადახვევა კატეგორიულად იკრძალება. 

დონეცკის ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პაველ კირილენკოს ინფორმაციით დღეს, 6 მარტს აღნიშნულ დასახლებულ ობიექტებში დილის 10-დან საღამოს 9 საათამდე სიჩუმის რეჟიმია დაწესებული.

დღის ამბები