მექსიკის საფეხბურთო ჩემპიონატზე ერთ-ერთი მატჩი ტრაგედიის მიზეზი გახდა.
გუნდების ქომაგებს შორის ტრიბუნებზე ჩხუბი დაიწყო, რაც მასობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სულ მალე ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა და ჩხუბი არა მარტო ტრიბუნებზე, არამედ უშუალოდ მოედანზე და სტადიონს მიღმაც გაგრძელდა. მექსიკური მედიის ცნობით, 17 ადამიანია დაღუპული.
ჯერჯერობით, მომხდარის შესახებ ოფიციალური განმარტება არცერთ კლუბს და არც პოლიციას არ გაუკეთებია.