08 მაისი 2024,   00:10
ვრცლად
ელენე ხოშტარია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დააკავეს

"დროას" ხელმძღვანელი ელენე ხოშტარია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ბრიფინგის დროს დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ პოლიტიკოსის facebook გვერდზე გავრცელდა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსულ მხარესთან, რათა ქართული პროდუქცია იქნას გატანილი რუსულ ბაზარზე. მან შენობისთვის კეტჩუპის შესხმა სცადა, რა დროსაც ელენე ხოშტარია სამართალდამცავებლმა დააკავეს.

"ამ მთავრობაში არალეგიტიმურად მჯდომი ხალხი მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსებთან იმისთვის, რომ პრაქტიკულად სანქციების ხვრელი გახდეს საქართველო. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ყველა მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ახლა ვზრუნავდეთ, რომ მოეხრჩოს რუსული ეკონომიკა იმიტომ, რომ ეს არის ბოროტების საყრდენი, აქ აწარმოებენ მოლაპარაკებებს იმაზე, რომ კომფორტი შეუქმნან რუსულ ეკონომიკას და თურმე, საქართველოს პროდუქცია უნდა გავიდეს რუსულ ბაზარზე.  ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს უკრაინელები ომობენ და იბრძვიან და ხვალ უკრაინა იქნება ყველაზე აყვავებული ადგილი, მათ შორის ეკონომიკურად, სადაც მთელი მსოფლიოს რესურსები იქნება მობილიზებული და სადაც არის ასევე ჩვენი პერსპექტივა," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

 

დღის ამბები