08 მაისი 2024,   05:10
ვრცლად
რა ნაბიჯებს დგამს აშშ იმისთვის, რომ პუტინის აგრესიის შემთხვევაში საქართველომ თავის დაცვა შეძლოს? - სენატორის შეკითხვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს

რა ნაბიჯებს დგამს ამერიკის შეერთებული შტატები იმისთვის, რომ პუტინის აგრესიის შემთხვევაში საქართველომ თავის დაცვა შეძლოს?! - ასეთი იყო ამერიკელი სენატორის ბენ კარდინის შეკითხვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მიმართ. სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე უკრაინის საკითხის განხილვისას სენატორებმა საქართველოსა და მოლდოვის საკითხი ახსენეს. ვიქტორია ნულანდი ამბობს, რომ ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობები ხანგრძლივი და მტკიცეა.

"მინდა ვისაუბრო მოლდოვასა და საქართველოზე. რომ არა უკრაინის წინააღმდეგობა და ბატონ პუტინს რომ შეძლებოდა უკრაინის დაპყრობა იმ დროში, რა დროშიც ფიქრობდა, რომ შეძლებდა, ვიტყვი, რომ იარსებებდა რეალური წუხილი, რომ პუტინი შესაძლოა NATO-ს არაწევრი ქვეყნების, მოლდოვისა და საქართველოსკენ წასულიყო. რა ნაბიჯებს ვდგამთ მოლდოვისა და საქართველოს დასახმარებლად, იმის გათვალისწინებით, რომ თუ გარემოებები შეიცვლება და პუტინი დაიჯერებს, რომ ეს შეუძლია, ის არ იყოყმანებს ამ საზღვრების გადაკვეთაზე. მან ეს უკვე გააკეთა. ის უკვე მოლდოვასა და საქართველოშია სადავო ტერიტორიებზე. ეს ტერიტორიები სადავო არაა, თუმცა პუტინს სჯერა, რომ სადავოა. რა ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ ეს ქვეყნები შესაძლო საუკეთესო პოზიციაში იყვნენ, რათა დაიცვან თავი იმ შემთხვევაში თუ პუტინი გადაწყვეტს, რომ ამ ქვეყნებში უფრო აგრესიულად იმოქმედოს?,"-მიმართა ბენ კარდინმა ვიქტორია ნულანდს

ვიქტორია ნულანდმა კი პასუხად განაცხადა, რომ საქართველოსა და მოლდოვას მიმართ მხარდაჭერა მტკიცეა და გაგრძელდება. 

"პირველ რიგში, რაც შეეხება საქართველოს: როგორც იცით, საქართველოსთან უსაფრთხოების კუთხით ხანგრძლივი ურთიერთობა გვაქვს. მათ ასევე რეგულარულად წვლილი შეიტანეს NATO-ს ყველა სახის ოპერაციასა და წვრთნებში. ასევე, წლების განმავლობაში მიიღეს ბევრი სამხედრო სწავლება და აღჭურვილობა. რაც, ამ პროგრამაში დაჩქარდა, 2008 წელს პრეზიდენტ პუტინის საქართველოში შეჭრის შემდეგ. ასე, რომ ეს ურთიერთობა მტკიცეა და მტკიცედ გრძელდება.

რაც შეეხება მოლდოვას, როგორც იცით სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ახლახანს იყო მოლდოვაში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის საჩვენებლად და იმის უკეთ გასაგებად ჩავიდა, თუ რა წუხილები აქვთ ამ ომის კონტექსტში. მოლდოვის პრეზიდენტის თხოვნებზე პასუხად განვიხილავთ არამხოლოდ ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაზრდას, რადგან ისინი იფარებენ ბევრ უკრაინელ ლტოლვილს, არამედ სასაზღვრო, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში უსაფრთხოების მხარდაჭერის გაზრდასაც,"-განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

დღის ამბები