08 მაისი 2024,   00:44
ვრცლად
სუსის უფროსი ტოივო კლაარს შეხვდა - განხილვის თემა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხი იყო

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო შექმნილი ვითარება განიხილეს გრიგოლ ლილუაშვილმა და ტოივო კლაარმა - სუსის უფროსი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს შეხვდა.

ოფიციალური ინფორმაციით, საუბარი შეეხო უკრაინის პროცესების შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს და მათი შესაძლო ზეგავლენის პერსპექტივებს, როგორც გლობალური, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში.

"შეხვედრა იყო ძალიან საგნობრივი, ეხებოდა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რეგიონში შექმნილ გამოწვევებს, მიმდინარე კონფლიქტს, რომელიც ჩვენთან ძალიან ახლოს მიმდინარეობს და ამ კონფლიქტის ზეგავლენას ჩვენს ქვეყანაზე, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე," - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ჩვენ განვიხილეთ რეგიონში შექმნილი ვითარება, რა თქმა უნდა ასევე ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენასა და ის გავლენაზე, რომელიც შესაძლოა მომავალში ვიქონიოთ. როგორც ყოველთვის ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი და გულწრფელი და მეგობრული საუბარი. მოუთმენლად ველი შემდგომ შეხვედრებს," - განაცხადა ტოივო კლაარმა.

დღის ამბები