28 აპრილი 2024,   22:27
ვრცლად
დაუყოვნებლივ ჩაკეტეთ ცა, დაუყოვნებლივ შეაჩერეთ მკვლელობები - ზელენსკი მარიუპოლის სამშობიაროზე განხორციელებულ ავიაიერიშზე

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მარიუპოლში სამშობიაროზე განხორციელებულ ავიაიერიშს გამოეხმაურა:

"მარიუპოლი. რუსეთის სამხედრო ძალებმა პირდაპირი დარტყმა სამშობიაროზე განახორციელეს.  ადამიანები ნანგრევებში არიან მოყოლილი. ბავშვებიც ნანგრევებში არიან. ეს სიმხეცეა," - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ტელეგრამ-არხზევოლოდიმირ ზელენსკი კითხულობს, კიდევ რამდენი ხანი იქნება მსოფლიო ტერორის იგნორირებით, მისი თანამონაწილე.

"დაუყოვნებლივ ჩაკეტეთ ცა, დაუყოვნებლივ შეაჩერეთ მკვლელობები, თქვენ გაქვთ ძალა, მაგრამ როგორც ჩანს ადამიანობას კარგავთ," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები