08 მაისი 2024,   03:29
ვრცლად
ბოლარუსს ომი არ დაუწყია... უკრაინას სურდა ჩვენზე თავდასხმა - ლუკაშენკო

მოსკოვში, ვლადიმერ პუტინთან მისი მთავარი მოკავშირე ლუკაშენკო  ჩავიდა. "ბოლარუსს ომი არ დაუწყია" - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა და დასავლეთის სანქციებს ღორობა უწოდა.

ამასთან, რუსეთის დედაქალაქში ჩასული ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინა ბელარუსზეც აპირებდა იერიშის მიტანას.

"ჩვენ მათ თავს არ დავსხმივართ. ჩვენ არ დაგვიწყია ეს ომი. ჩვენ სინდისი სუფთა გვაქვს. ბიოლოგიური იარაღი, ატომური ელექტროსადგური, ეს ყველაფერი მზად იყო ასაფეთქებლად. ხალხი ნელნელა იწყებს გაგებას რა და როგორაა და ვისკენ არის სიმართლე. უკრაინას სურდა ჩვენზე თავდასხმა, მაგრამ ჩვენ დავიცავით თავი, განვახორციელეთ პრევენციული დარტყმა," - განაცხადა ლუკაშენკომ.

დღის ამბები