2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრა თბილისის დროით 19:30საათზე დაიწყება. ქართველი მორაგბეები სტუმრად რუმინელებთან ითამაშებენ. ეს შეხვედრა ასევე 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის ეგიდით იმართება და მის შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს ესპანეთის, პორტუგალიისა და რუმინეთის ნაკრებებისთვის, რომლებიც საფრანგეთის მეორე საგზურისთვის იბრძვიან.
ქართველი "ბორჯღალოსნები" ჯგუფში 35 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ და 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის საგზური უკვე ოფიციალურად გაინაღდეს. 2003 წლის შემდეგ, საქართველო მსოფლიო თასზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს.