20 აპრილი 2024,   08:08
ვრცლად
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბუქარესტში რუმინეთი დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, ბუქარესტში რუმინეთის ეროვნული გუნდი დაძაბულ და საინტერესო ბრძოლაში 23-26 დაამარცხა და ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასს კიდევ ერთხელ დაეუფლა.

საქართველო მეთხუთმეტე ქვეყანა გახდა, რომელმაც 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის საგზური ოფიციალურად მოიპოვა.

2003 წლის შემდეგ, ქართველი "ბორჯღალოსნები" მსოფლიო თასზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებენ.

მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები, 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, ერთ კვირაში ესპანეთის გუნდის წინააღმდეგ თბილისში გამართავს.

დღის ამბები