26 აპრილი 2024,   17:44
ვრცლად
რუსეთის წარმომადგენლები მოლაპარაკებებზე ულტიმატუმებით აღარ საუბრობენ და ჩვენს წინადადებებს ყურადღებით უსმენენ - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებზე ულტიმატუმებს აღარ აყენებენ და უკრაინის წინადადებებს ყურადღებით ისმენენ, ამის შესახებ პოდოლიაკმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა. 

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა საკუთარი პოზიციების დათმობას არ აპირებს. 

"ჩვენი მოთხოვნები ომის დასრულება და რუსული ჯარის გაყვანაა," - აღნიშნა პოდოლიაკმა.

რაც შეეხება დელეგაციების მომდევნო შეხვედრას, როგორც  პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ბელარუსულ "ბელტას" უთხრა, რომ შემდეგი რაუნდი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება. 

"როგორც კი შემუშავდება სამართლებრივი ფორმატები, დაინიშნება შეხვედრა - მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი. ეს შეიძლება იყოს ხვალ, ზეგ. ახლა მოლაპარაკებების მაგიდაზე არის სხვადასხვა წინადადება, არის ათეული წინადადება. ჩვენ განვიხილეთ ყველა საკითხი, ახლა ვცდილობთ ამ საკითხების ლეგალურ ფორმატში ჩასმას", -განაცხადა პოდოლიაკმა.

დღის ამბები