08 მაისი 2024,   01:14
ვრცლად
ქალბატონო პრეზიდენტო ჩვენ ყველას ჩვენი ცოდვები გვაქვს - ლევან ბეჟაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში მმართველ გუნდისა და ოპოზიციის მხრიდან განცხადებები მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას ობიექტურად აფასებს თუმცა ოპოზიციის კრიტიკის ნაწილში არ ეთანხმება. 

"მოვისმინეთ ქალბატონი პრეზიდენტის მოხსენება, ნამდვილად კარგი გამოსვლა იყო. ობიექტურად ისეთი ამოცანები იქნა დასახული, რომელიც ჩვენ ერთობლივად უნდა გადავწყვიტოთ. მოვისმინეთ ასევე კრიტიკა, თუმცა შეიძლება ბევრ რამეში არ დავეთანხმოთ, ოპოზიციის კრიტიკის ნაწილში განსაკუთრებით. ქალბატონო პრეზიდენტო ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ცოდვები,"- აცხადებს ლევან ბეჟაშვილი. 

პრეზიდენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებამ მას ევროპაში ოფიციალური ვიზიტები გაუუქმებია ლევან ბეჟაშვილიც გამოეხმაურა და მას სკანდალური განცხადება უწოდა, რომელიც საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას. 

"საქართველო 90-იან წლებში შიდა დაპირისპირების შედეგად გაუშვა შესაძლებლობა მოხვედრილიყო პროგრესული სახელმწიფოების გვერდით. დღესაც სამწუხაროდ ახალი მსოფლიო გადალაგების პროცესს, მოუმზადებელი შეხვდა ქვეყანა.  იმდენად მოუმზადებლები, რომ ნათლად იმის თქმაც კი გვერიდება ისტორიის რომელ მხარეს ვართ, პროგრესული სამყაროს გვერდით თუ ბოროტების გვერდით. ბოლო 10-15 წლის განმავლობაში გვაქვს ყველაზე სუსტი ეკონომიკა, არარსებული პასუხისმგებლობიანი სოციალური პოლიტიკა, ჩამოშლილი სასამართლო და უკიდურესად პოლიტიზებული პოლიტიკური გარემო.

დღეს მოვისმინეთ პრეზიდენტის სკანდალური განცხადება, რომ ისეთი ვითარება გვაქვს საგარეო ასპარეზზე, რომ პრეზიდენტი მიემგზავრება ევროინტეგრაციაში საქართველოს დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონსულტაციებზე ევროპელ ლიდერებთან და მას თანხმობას არ აძლევს პრემიერ-მინისტრი  ეს არის კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა. ეს არის პრეზიდენტისათვის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლა და ვფიქრობ, რომ ნორმალურ ქვეყანაში ეს იქნებოდა სერიოზული პოლიტიკური სკანდალი,"- აცხადებს ბეჟაშვილი.

დღის ამბები