08 მაისი 2024,   07:09
ვრცლად
ქალბატონ პრეზიდენტს უნდა შევახსენო, რომ ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ დღეს არ არის - ფრიდონ ინჯია

"ევროპელი სოციალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ, პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენების საპასუხო განცხადება ტრიბუნიდან გააკეთა. მან აქცენტი პრეზიდენტის ევროპაში მოგზაურობაზე გააკეთა და შეახსენა სალომე ზურაბიშვილს, რომ მისი უფლებები შეზღუდულია და დიპლომატიური მოგზაურობის საკითხები პარლამენტს და მთავრობას უნდა შეუთანხმოს.

"დღეს, ჩვენი კონსტიტუციიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი თავის ქმედებებში, თავის ჩარჩოში, რა ევალება, რისი უფლება აქვს შეზღუდულია. აქ, მის მიერ უკმაყოფილება გამოითქვა, რომ ის გახლდათ ევროპაში, შეხვდა სხვადასხვა თანამდებობის პირს, პრეზიდენტებს. უნდოდა, რომ პარლამენტს მოესმინა მისი მოგზაურობების შედეგები, რა გაკეთდა და რა არის საჭირო. ქალბატონ პრეზიდენტს უნდა შევახსენო, რომ ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის. რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, მას განსაზღვრავს პარლამენტი და მთავრობა. მას, როგორც პრეზიდენტს კონსტიტუციიდან გამომდინარე ამასთან შეხება არ აქვს და თუ ის ამ საკითხებით მიდის და მას გარკვეული გამოცდილება აქვს, ქვეყნის მიმართ ერთგულება ბევრჯერ დაუმტკიცებია, მაშინ, პრეზიდენტი უნდა შეუთანხმდეს მთავრობას, პარლამენტს, იმას, ვინც განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას," - აცხადებს ინჯია.

 
დღის ამბები