08 მაისი 2024,   05:21
ვრცლად
უკრაინის 2 ქალაქის მერი კვლავ ოკუპანტების ტყვეობაში რჩება

უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ მელიტოპოლისა და დნიპრორუდნის მერები კვლავ ოკუპანტების ტყვეობაში რჩებიან.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ჰუმანიტარული დერეფნები 10 მიმართულებით იმოქმედებს.

"ამ დროისთვის იმოქმედებს ჰუმანიტარული დერეფნები 10 მიმართულებით. ასევე შედგება რეისი ბერდიანსკიდან მარიუპოლის მიმართულებით, რათა ადგილზე მყოფებს ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის საკვები და მედიკამენტები გადაეცეთ. ტყვეობაში რჩება მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი, ისევე როგორც დნიპრორუდნის მერი, ევგენ მატვეევი, რომელიც ოკუპანტებმა გუშინ დილით გაიტაცეს," - განაცხადა ირინა ვერეშჩუკიმ.

დღის ამბები