26 აპრილი 2024,   18:04
ვრცლად
ძალიან რთულია მოლაპარაკების პროცესი, ფუნდამენტური წინააღმდეგობებია, მაგრამ კომპრომისისთვის ნამდვილად არის ადგილი - მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის თქმით, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების დღეისთვის დასრულდა და ხვალ დილით კვლავ გაგრძელდება. თუმცა მუშაობა ქვეჯგუფებში კვლავ მიმდინარეობს.

როგორ რუსეთთან მომლაპარაკებელთა უკრაინული ჯგუფის წევრი ამბობს, პროცესი რთული და ძნელია, თუმცა კომპრომისისთვის ადგილი არსებობს.

"გავაგრძელებთ ხვალ. ძალიან რთული და ძნელია მოლაპარაკების პროცესი. არსებობს ფუნდამენტური წინააღმდეგობები. მაგრამ კომპრომისისთვის ნამდვილად არის ადგილი. შესვენებაზე მუშაობა ქვეჯგუფებში გაგრძელდება," - წერს მიხაილო პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, 24 თებერვლის დილით, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი კი 28 თებერვალს გაიმართა. ჯერჯერობით მოლაპარაკებებზე გარდა ჰუმანიტარული დერეფნების თემისა შეთანხმება სხვა მნიშვნელოვან საკითხზე ვერ მოხერხდა.

დღის ამბები