26 აპრილი 2024,   23:22
ვრცლად
თქვენი ვიზიტი რთულ დროს მხარდაჭერის ძლიერი ნიშანია - ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ევროპელ ლიდერებს ხვდება

უკრაინის პრეზიდენტი კიევში ჩასულ ევროპელ ლიდერებს ხვდება. უკრაინის დედაქალაქში იმყოფებიან პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი, ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეზ იანსა.

"თქვენი ვიზიტი კიევში უკრაინისთვის ამ რთულ დროს მხარდაჭერის ძლიერი ნიშანია. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ მას," - მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეგობარი ქვეყნების ლიდერებს.

შეხვედრას ასევე ესწრება უკრაინის პრემიერ-მინისტრიც.

დღის ამბები