25 აპრილი 2024,   21:11
ვრცლად
დამოუკიდებელი უკრაინა ბევრად დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი - ენტონი ბლინკენი

დამოუკიდებელი უკრაინა ბევრად დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი - ეს განცხადება ამერიკის სახელმწიფო მდივანის CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ამერიკა ცდილობს, უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული მსხვერპლი და ნგრევა რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

"დამოუკიდებელი უკრაინა ბევრად დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი.ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს, უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული მსხვერპლი და ნგრევა რაც შეიძლება მალე დასრულდეს. რეალური შეკითხვა არის, რა მსხვერპლს და ნგრევას იწვევს რუსეთის აგრესია და სწორედ ამაზე ვმუშაობთ მაქსიმალურად, რომ შევაჩეროთ და დავასრულოთ ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს. ჩვენ ამას ვაკეთებთ უკრაინისადმი იმ მხარდაჭერით, რომელსაც ყოველდღიურად ვუწევთ ქვეყანას, რუსეთზე ყოველდღიური ზეწოლით," - განცხადა ენტონი ბლინკენმა

დღის ამბები