რუსული პროპაგანდის მორიგი გზავნილი - "რუსეთს უფლება აქვს საქართველოში არსებული ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიები გაანადგუროს", ამ სათაურით ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ექსპერტ მიხაილ ალექსანდროვის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველო რუს ინსპექტორებს არ დართავს შესვლის ნებას მის ტერიტორიაზე არსებულ ამერიკულ ბიოლოგიურ ლაბორატორიებში, რუსეთს სრული უფლება ექნება მათზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელოს.
აქვე რუსული სააგენტო მკითხველს ახსენებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე "ლუგარის ცენტრი" მოქმედებს, რომელიც, მათი განცხადებით, ბიოლოგიური იარაღის განვითარების ამერიკული ლაბორატორიაა.