25 აპრილი 2024,   13:50
ვრცლად
მოლაპარაკებებზე კიევი უკრაინის ნეიტრალიტეტის ავსტრიულ ან შვედურ ვერსიას გვთავაზობს, დემილიტარიზებულ სახელმწიფოს თავისი არმიით - მედინსკი

რუსული მხარე ირწმუნება, რომ ომის მესამე კვირის დასასრულს მოლაპარაკების საგანი უკრაინის ნეიტრალური სტატუსია. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი ამბობს, რომ მოლაპარაკებების ზოგიერთ ნაწილში გარკვეული პროგრესია, თუმცა არა ყველა პოზიციაზე. 

"მოლაპარაკებებში ზოგიერთ პოზიციებზე არის გარკვეული პროგრესი, მაგრამ არა ყველაზე. რუსეთის მიზანი ამ მოლაპარაკებებში ზუსტად იგივეა, ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი, თავისუფალი, დამოუკიდებელი უკრაინა, ნეიტრალური - არა სამხედრო ბლოკის წევრი. უკრაინა არ არის ნატოს წევრი ქვეყანა, რომელიც არის ჩვენი მეგობარი, მეზობელი, რომელთანაც ჩვენ ერთად ვავითარებთ ურთიერთობებს, ვაშენებთ ჩვენს მომავალს და რომელიც არ არის პლაცდარმი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო და ეკონომიკური თავდასხმებისთვის, ამიტომ ჩვენი მიზანი არ იცვლება. უკრაინასთან მოლაპარაკებების მთავარი საკითხია ყირიმისა და დონბასის სტატუსი, ასევე ჰუმანიტარული საკითხები, მათ შორის რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებები. მოლაპარაკებებზე კიევი უკრაინის ნეიტრალიტეტის ავსტრიულ ან შვედურ ვერსიას გვთავაზობს - დემილიტარიზებულ სახელმწიფოს თავისი არმიით," - აცხადებს ვლადიმირ მედინსკი.

უკრაინის დელეგაციაში კი ამბობენ, რომ არც ერთი მოდელი არ იქნება მისაღები მყარი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ნებისმიერი აგრესიის შემთხვევაში, თუ ამ ფორმით შედგება შეთანმხება, მასში უნდა ჩაიდოს, რომ აგრესიის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოხდება ოფიციალურად იარაღით მომარაგება საჭირო რაოდენობით, ასევე იქნება უზრუნველყოფილ საჰაერო სივრცის ჩაკეტვა.

დღის ამბები