04 მაისი 2024,   12:08
ვრცლად
პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ვახტანგ გომელაურის გამოსვლა მიმდინარეობს

ვახტანგ გომელაური პარლამენტშია - შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა მინისტრის საათის ფორმატში უკვე დაიწყო. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც კანონმდებლებს შინაგან საქმეთა მინისტრისგან აინტერესებთ - საქართველოში რუსეთიდან მოქალაქეების შემოსვლის სტატისტიკა და შესაძლო რისკები.

"ერთ-ერთი მთავარი კითხვა იქნება ის, თუ დღეის მდგომარეობით, როგორ მიდის საზღვრის კონტროლი და რამდენად ეფექტურად მუშაობს საზღვრის დაცვა. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს განცდა რომ ქვეყანაში შემოედინება დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქე," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა.

"რუსეთის აგრესიამ ზოგადად რეგიონსა და ჩვენ რა კონკრეტული საფრთხეები შეუქმნა. ასევე, როდესაც გაიხსნა შესაძლებლობა ევროკავშირში ინტეგრაციის, ამ გზაზე ჩვენ რას ვაკეთებთ და რა ხედვა აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს," - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

თავის მხრივ, მმართველი გუნდშიც დაინტერესებულები არიან, თუ როგორია საზღვრის კონტროლი და რამდენად არის დაცული მოქალაქეების უსაფრთხოება.

"ჩვენ ის უსაფუძვლო აჟიოტაჟი, რაც იყო ატეხილი ბოლო დღეების განმავლობაში, იმისთვის რომ საზოგადოებაში გარკვეული პანიკა გამოეწვიათ, თითქოს უსაფრთხოების თვალსაზრისით არის პრობლემები, თითქოს რომ საზღვრის კონტროლი ვერ ხერხდება, მე დარწმუნებული ვარ რომ ეს დეზინფორმაცია და ტყუილია, და ამას მინისტრის მხრიდან კიდევ ერთხელ დაესმება წერტილი.

ჩვენი შეკითხვები ორიენტირებული იქნება იმისკენ, რომ ჩვენ საზოგადოებას განემარტოს, როგორია საზღვრის კონტროლი, რამდენად არის დაცული ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და საკითხი იმასთან დაკავშირებით რომ შემოდის ძალიან ბევრი რუსეთის მოქალაქე, არის თუ არა ეს მართალი," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

დღის ამბები