04 მაისი 2024,   18:00
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილს ველოდები მე-12 დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ - სააკაშვილის 

"ველოდები სალომე ზურაბიშვილს მე-12 დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ" - ასე მიმართა ბრალდებულმა მე-3 პრეზიდენტმა საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესიდან. მიხეილ სააკაშვილი განსასჯელის სკამიდან გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო გამოსვლას. 

"აქ მე მასამართლებენ დღეს იმისათვის თუ რატომ გადმოვკვეთე საზღვარი, მას ედავებიან თუ რატომ გადაკვეთა საზღვარი. თუ კიდევ ერთი-ორი ასეთი წაცდა ველოდები მე-12 დაწესებულებაში ერთად ვიშიმშილოთ, ვასწავლი როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლო პროცესი ექსპრეზიდენტის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიმდინარეობს. 

დღის ამბები