06 მაისი 2024,   17:48
ვრცლად
მე მინდა მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, გვეყო პარლამენტარობის თამაში - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა დაიწყო რამდენიმე წუთის წინ. საუბარია დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე - ბრალდებული ყოფილ პრეზიდენტთან ერთად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიაა.

ბრალდებულმა ექსპრეზიდენტმა საპარლამენტო ოპოზიციას მიმართა და მოუწოდა, შეწყვიტონ პარლამენტარობის თამაში.

"შემდეგი კვირები და თვეები არის მოქმედების კვირები და თვეები. მე მინდა მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, გვეყო პარლამენტარობის თამაში. მე არ მოგიწოდებთ იმისათვის, რომ გამოხვიდეთ პარლამენტიდან, არა, იყავით პარლამენტში, მაგრამ ცივილიზებული კითხვა-პასუხი, აბა, ამ კონკრეტულ საკითხზე რას ფიქრობთ. ერთი საკითხზე არის მხოლოდ სალაპარაკო, როდის გახვალთ ამ პარლამენტიდან, როდის მოშორდებით ხელისუფლებას, უფრო სწორად. სხვა კითხვა-პასუხი, დღესდღეობით, არ შეიძლება იყოს," - განაცხადა ბრალდებულმა ექსპრეზიდენტმა.

დღის ამბები