20 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
"პაქსლოვიდი" საქართველოში ამ კვირაში შემოვა - ვისთვის იქნება უფასო COVID-ის სამკურნალო პრეპარატი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ ამ კვირაში უკვე გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი, Pfizer-ის მიერ შექმნილი - "პაქსლოვიდი". მისივე თქმით, აღნიშნული მედიკამენტი იქნება უფასო ყველასთვის, ვინც პოტენციურად შეიძლება დამძიმდეს ინფიცირების მიმდინარეობისას, აგრეთვე ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს.

"ყველა, პოტენციურად ვინც შეიძლება დამძიმდეს ინფიცირებისას და ქრონიკული დაავადებები ახლავთ თან, ყველას დავურიგებთ უფასოდ და ისინი იმკურნალებენ. ინფიცირებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში აუცილებელია ამ მედიკამენტის მიღება,"- განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები