06 მაისი 2024,   14:46
ვრცლად
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უკრაინას შეუძლია ტერიტორიების დაბრუნება - "რუსული საბრძოლო ძალების რაოდენობა 90%-ზე ნაკლებია"

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის, ჯონ კირბის თქმით, უკრაინის არმია მზად არის და შეუძლია ტერიტორიების დაბრუნება. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

"რუსეთმა საბრძოლო ძალების 10%-ზე მეტი დაკარგა. რუსული საბრძოლო ძალების რაოდენობა 90%-ზე ნაკლებია. 150 ათას სამხედროზე მეტი, რომელიც შეჭრამდე უკრაინის საზღვრებთან იყო მობილიზებული, სამხედრო ძალას არ წარმოადგენს. მათი დიდი ნაწილი დამხმარე ფუნქციას ასრულებს.

რუსულ ჯარს აქვს მომარაგების, საკვების, საწვავის, ლოჯისტიკის პრობლემები. ცივი ამინდისთვის შესაბამისი ეკიპირების არქონის გამო, რამდენიმე რუსი ჯარისკაცი გაიყინა," - აცხადებს კირბი.

დღის ამბები