28 აპრილი 2024,   22:32
ვრცლად
არავითარი გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს საქართველოსთვის ომის დაწყების მოწოდებას - უკრაინის უშიშროების განცხადებას შეფასებები უკვე მოჰყვა თბილისში 

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებას, სადაც ალექსეი დენილოვი აცხადებს, რომ თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დღეს ტერიტორიების დაბრუნებას დაიწყებენ,  ეს უკრაინას დაეხმარება, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ.

"ქართული ოცნების" ლიდერები  ამბობენ, რომ მისი განცხადება არის ანტიდასავლური და ომისკენ მოწოდებული. არცერთ შემთხვევაში, მით უმეტეს უშიშროების საბჭოს მდივნისგან, მსგავსი განცხადება სწორი არ არის. 

"გაშიშვლდა ამ შემთხვევაში რეალური მოტივაცია გარკვეული უკმაყოფილებისა, რომელიც ისმოდა და უკავშირდებოდა, მათ შორის საქართველოს. რეალური მიზეზი უკმაყოფილებისა არა სანქციები და განცხადებები იყო, არამედ, როგორც ჩანს მოტივაცია სწორედ ამას უკავშირდებოდა, რომ იქნება რამენაირად საქართველო ჩაერთოს სამხედრო ავანტურაში და ამ გზით თითქოსდა რაიმე დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას. არავითარი გამართლება და მიზეზი არ შეიძლება ჰქონდეს საქართველოსთვის ომის დაწყების მოწოდებას.

"ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა მოტივაცია, რომ საქართველოში გაჩაღდეს ომი, ამისთვის მუშაობდნენ და სამწუხაროდ ამას მხარდამჭერები ჰყავდა სწორედ უკრაინის ხელისუფლებაში, როგორც ჩანს. არავითარი შედეგის, არავითარი დახმარების, არავითარი შეღავათის მომტანი ეს უკრაინისთვის არ იქნება," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებით, სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე დამატებითი ფრონტების გახსნა დიდად დაეხმარება უკრაინას რუსეთის თავდასხმასთან ბრძოლაში. 

დღის ამბები