20 მაისი 2024,   08:39
ვრცლად
დონეცკის ოლქში რუსებმა ცეცხლი გახსნეს იმ ადგილას, სადაც ჰუმანიტარული დახმარება გაიცემოდა - არიან დაღუპულები

დონეცკის ოლქში, უგლედარში რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი იმ ადგილას გახსნეს, სადაც ჰუმანიტარული დახმარება გაიცემოდა. "უკრინფორმის" ცნობით, შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, დაიჭრა 5 ადამიანი. 

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო ამბობს, რომ ცეცხლი რეაქტიული არტილერიიდან გახსნეს. 

"დოკუმენტურად აღვწერთ ყველა დანაშაულს, რომელსაც ჩვენს მიწაზე რუსეთის ფედერაცია ჩადის. დამნაშავეებს არ დავინდობთ!" - წერს საკუთარ ტელეგრამარხზე კირილენკო.

დღის ამბები