21 დეკემბერი 2024,   18:27
ვრცლად
ლაგუნა ვერესთან მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ლაგუნა ვერესთან მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო დღეს 4 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდა. დაპირისპირებაში, რომელიც ორმხრივ სროლაში გადაიზარდა, 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა. დაკავების ოპერაციის ამსახველი კადრები კურიერმა ექსკლუზიურად გაავრცელა. არცერთი დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ ოთხივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"მე არ ვარ მკვლელი" - სწორედ ამ ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლეს განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომლის თქმით, ის იყო იძულებითი მოგერიების ქვეშ, რადგან იყო კონკრეტული პირის დაცვის წევრი და, შესაბამისად, მისი ვალდებულება იყო, რომ ის დაეცვა მოსალოდნელი საფრთხისგან. რაც შეეხება დანარჩენ სამ ბრალდებულს - სასამართლო პროცესზე ისინი ჰყვებოდნენ, რომ სიტუაცია იყო უმართავი და ყველა მათგანი საკუთარი თავისა და თანმხლები პირების გადარჩენას ცდილობდნენ

 
დღის ამბები