17 მაისი 2024,   12:21
ვრცლად
ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კრამატორსკში მომხდარ თავდასხმას გმობს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეფ ბორელი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად კიევში მატარებლით მიემგზავრება ტვიტერზე პოსტს აქვეყნებს:

"ვგმობ რუსეთის მიერ კრამატორსკში მატარებლის სადგურზე თავდასხმას, რომლის შედეგადაც დაიღუპა ათობით ადამიანი და ბევრი დაშავდა, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ დაიხუროს გასაქცევი მარშრუტი ხალხისთვის, ვინც ცდილობს თავი დააღწიოს ომს," - აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

ევროკომისიის პრეზიდენტთან და უმაღლესი წარმომადგენელთან ერთად უკრაინაში მიემგზავრებიან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი და ევროპარლამენტართა ნაწილი.

კრამატორსკზე მომხდარ თავდასხმას გმობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც.

დღის ამბები