08 მაისი 2024,   04:48
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და ამჯერადაც დაემთხვა - გია ცაგარეიშვილი

მმართველი გუნდი ნეიტრალიტეტის თემაზე "ნაციონალური მოძრაობისა" და "პატრიოტთა ალიანსის" ინტერესების თანხვედრაზე საუბრობს. განცხადება დღეს უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა გააკეთა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ წამოწეული თემა ნეიტრალიტეტის შესახებ, "პატრიოტთა ალიანსმა" გააგრძელა.

"პატრიოტთა ალიანსი" "ნაციონალური მოძრაობის" ფერხულში ჩადგა მაშინ, როდესაც ამ მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, აპირებდნენ მისი მუშაობის პარალიზებას, ჩაშლას. ამ ორი ორგანიზაციის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და ამჯერადაც, რა თქმა უნდა დაემთხვა ერთმანეთს. მიუღებლად მიმაჩნია ამ თემაზე დისკუსიის გახსნა, ამ თემაზე ხმაშეწყობილად საუბარი ნიშნავს იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა", "პატრიოტთა ალიანსი" და სხვა მოხარკე ორგანიზაციები "ნაციონალური მოძრაობისა", ერთ თარგზე გამოჭრილები, ერთ ინტერესს ატარებენ, ეს ინტერესები ავნებს ჩვენი ქვეყნის მომავალს და ძირს უთხრის ქართულ სახელმწიფოებრიობას," - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

დღის ამბები