08 მაისი 2024,   02:41
ვრცლად
"ამ საკითხის წამოწევაც კი პირდაპირ ურტყამს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს" - გიორგი ამილახვარი ნეიტრალიტეტზე

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი მიიჩნევს, რომ ნეიტრალიტეტზე საუბარი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ინტერესებს აზიანებს.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ამაზე მსჯელობასაც კი არ აპირებს.

"მაშინ, როდესაც ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა ურყევად, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში, მაშინ, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" ეს პირდაპირ კონსტიტუციაში ასახა, ამ ყველაფრის ფონზე, მითუმეტეს ახლა ნებისმიერი ფორმით, არათუ მსჯელობა, ამ საკითხის წამოწევაც კი პირდაპირ ურტყამს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და აზიანებს ჩვენს ინტერესებს. ეს არის მიუღებელი, დასაგმობი და მსგავსი არასდროს არ მოხდება, რომ განვიხილოთ ჩვენ," - აცხადებს გიორგი ამილახვარი.

ამავე თემაზე
დღის ამბები