26 აპრილი 2024,   18:02
ვრცლად
ევროკავშირის კითხვარი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი ხდება - ოპოზიცია პროცესში ჩართულობას ითხოვს

ევროკავშირის კითხვარი ქართულ პოლიტიკურ ძალებს შორის მწვავე დებატების და ურთიერთ ბრალდებების მიზეზი ხდება. დავობენ ყველაფერზე: ღია უნდა იყოს თუ არა კითხვების ჩამონათვალი, ვინ იქნება პასუხისმგებელი, თუ თბილისში შევსებულ დოკუმენტს ბრიუსელი დაიწუნებს და ა.შ. ევროკავშირის კითხვების გადმოგზავნიდან 24 საათში საქართველოს პარლამენტში ტრადიციული პოლიტიკური დაპირისპირება განახლდა.

საგნობრივი მსჯელობის ნაცვლად პარლამენტარები კითხვარის შევსების პროცესში აქცენტს პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე აკეთებდნენ. "ქართული ოცნების" მთავარი არგუმენტი ოპოზიციის ეჭვებზე მათი მმართველობის დროს ევროკავშირთან მიღწეული პროგრესია, მათ შორის უვიზო მიმოსვლა. ვის რა როლი ექნება პროცესის წარმატებით დასრულებაში, ამას მომდევნო ოთხი კვირა აჩვენებს, სწორედ ეს დრო მისცა ბრიუსელმა თბილისს კითხვებზე სწორი პასუხების გასაცემად.
 
დღის ამბები